|
2017-02-13 13:24:31, 1569 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმოადგენს კარგ საფუძველს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. განსაკურებით ხაზი გაესვა ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. აღინიშნა საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარე სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით. აღინიშნა თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტებს არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ რეგიონისთვის. საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის შენარჩუნდეს მაღალი დონის დიალოგი და ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)