|
2017-02-13 11:10:44, 1487 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, გულითადად მინდა მოგილოცოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტად არჩევა. თქვენმა გამოკვეთილმა ლიდერობამ და ქვეყნის ინტერესების ერთგულად მსახურებამ თქვენ მოგაპოვებინათ გერმანელი ხალხის ნდობის ახალი, სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებულად საპატიო მანდატი, რომელიც კიდევ მეტ შესაძლებლობას იძლევა ახალი სახელმწიფოებრივი წამოწყებების ინიცირებისა და რეალიზაციისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობა იქნება გამორჩეული როგორც გერმანიის, ასევე ჩვენი საერთო ევროპული კეთილდღეობის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, საერთაშორისო თანამშრომლობის გასავითარებლად და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მტკიცე კულტურული, ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ჩვენს ხალხებს საერთო ღირებულებები აკავშირებს და საქართველო განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასრულებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელი არის საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წელი, რაც ბრწყინვალე შესაძლებლობას ქმნის ერთობლივად ვიმსჯელოთ თანამშრომლობის სამომავლო ინიციატივებზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებებს თქვენს სამომავლო საქმიანობაში მოძმე გერმანელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)