|
2017-02-11 18:08:06, 2169 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს აზერბაიჯანის პარლამენტს (მილი მეჯლისი) ესტუმრა. თეა წულუკიანი აზერბაიჯანელ პარლამენტარებს, რომლებიც „ღია მმართველობის პარტნიორობის" საკითხებს კურირებენ, საფრანგეთის რეფორმების მინისტრთან ერთად შეხვდა. „დღეს აქ ვიმყოფები „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარესთან ერთად. მოგეხსენებათ, საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარეა, ხოლო სექტემბრიდან უკვე თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ჩამოვედი, რათა ვიმუშაო თქვენთან ერთად იმისათვის, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნოს „ღია მმართველობის პარტნიორობის" სრულუფლებიანი წევრის სტატუსი. საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინიციატივაში თქვენი დარჩენა, რომლის თავმჯდომარეობაც მალე უნდა გადავიბაროთ", − განაცხადა თეა წულუკიანმა. აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და იმ ფაქტისათვის, რომ საქართველომ „ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც შარშან სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, მხარი არ დაუჭირა აზერბაიჯანისთვის წევრის სტატუსის შეჩერებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღესვე ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. (NS)
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)