|
2017-02-11 17:56:10, 1976 ნახვა
პოლიტიკა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპასთან მიმოსვლის პროცესის წარმატებით დასრულებას ულოცავს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა შეხვედრაზე ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც აზერბაიჯანმა შესაძლოა, „ღია მმართველობის პარტნიორობაში" სრულუფლებიანი წევრის სტატუსის დასაბრუნებლად გაატაროს. აღნიშნულ პროცესში საქართველოს იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანულ მხარეს სრულ თანადგომას აღუთქვამს. აზერბაიჯანის რესპუბლიკას „ღია მმართველობის პარტნიორობის" წევრობა 2016 წლის მაისიდან შეჩერებული აქვს. საქართველოსთვის, როგორც „OGP"-ის თანათავმჯდომარე ქვეყნისთვის, რომელიც მიმდინარე წელს ამ პარტნიორობის თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან გადაიბარებს, მეტად მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა − საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა და მეზობელმა ქვეყანამ − „ღია მმართველობის პარტნიორობის" სრულფასოვანი წევრობა დაიბრუნოს. აზერბაიჯანისათვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება შარშან კეიპტაუნში იქნა მიღებული და საქართველომ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრმა, ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს. ელმარ მამედიაროვმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. „აზერბაიჯანი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ამ წარმატებას", − განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. (NS)
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)