|
2017-02-10 19:01:40, 1339 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე „ოცნებას“ - არსებობს ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი არაკონსტიტუციურია
არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი უკვე არაკონსტიტუციურია, - ამ სიტყვებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართულ ოცნებას" მიმართა, სადაც ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილება. კახიძე ამბობს, რომ ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან ამბობენ [ქართული ოცნება], რომ ეს არის დამოუკიდებელი უწყება. მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმას ეხება, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების სრული კონტროლი არ ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან მისი მსგავსი უწყების ხელში. "თქვენ გვთავაზობთ ახლა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სსიპ-ის ხელმძღვანელს შეარჩევს სუს-ის უფროსი, მოადგილეს დანიშნავს სუს-ის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე სუს-ის უფროსია, წარადგენს სუს-ის უფროსი, ეს სსიპ-ი არის სუს-ში და თან გვეუბნებით, რომ ეს არის დამოუკიდებელი უწყება. დასკვნა გამოიტანოს ობიექტურმა დამკვირვებელმა, ეს დამოუკიდებელი უწყებაა?! ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება?! თქვენ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებით. ეწინააღმდეგებით კონსტიტუციას, როცა ამას აკეთებთ და თან გვიმტკიცებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა. რა მნიშვნელობა აქვს თქვენ რას ფიქრობთ საკონსტიტუციო სასამართლოზე?! რა მნიშვნელობა აქვს ამ შეფასებებს, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თქვენი კანონპროექტი უკვე არაკონსტიტუციურია”, - განაცხადა ოთარ კახიძემ. კახიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი შეიქმნა იმიტომ, რომ სუს-ს ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი. "ჩვენ ახლა ვქმნით რაღაც მონსტრს, რომელშიც თავს მოიყრის მთელი ეს ინფორმაცია და ვინც ეს უნდა გააკონტროლოს, იმათ უპირობო ნდობა აქვთ გამოცხადებული ამ უწყების სამომავლო ხელმძღვანელისადმი, იმიტომ, რომ მას ვახტანგ გომელაური, ”ნდობით აღჭურვილი კაცი” დანიშნავს. თქვენ რომ ენდობით, ის კი არაა მთავარი, ბიძინა ივანიშვილი რომ ენდობა, იმიტომაა სუს-ის უფროსი და ეს კანონპროექტიც იმიტომაა დაწერილი ასე”, - განაცხადა კახიძემ.
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)