22:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:32:21, 2730 ნახვა

მსოფლიო
მაიკლ პენსი: ამერიკა მეტოქეების წინააღმდეგ მანამდე იბრძოლებს, სანამ მტერი არ განადგურდება

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკლ პენსის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ისეთი მრავალრიცხოვანი მტერი არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა, - ამის შესახებ იფნრომაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც პენსიმ სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამერიკა მეტოქეების წინააღმდეგ მანამდე იბრძოლებს, სანამ მტერი არ განადგურდება და ქვეყანა უსაფრთხო არ გახდება.

„ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა არის სამყარო, რომელიც სავსეა კონფლიქტებით და ხშირად ქაოსში ეფლობა“, - განაცხადა მაიკლ პენსმა.

მისივე ინფორმაციით, მათ შორისაა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო".

ამასთან, პენსიმ აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიზანი არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ ამერიკელთა ცხოვრების განადგურებაა.

პენსმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ბარბაროსები უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი დაუნდობლად კლავენ მათ, ვინც გზაზე ეღობებათ.

ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ავღანეთის პირველმა პირმა, აშრაფ ღანიმ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საუბრის დროს სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხები განიხილეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ეკონომიკური განვითარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics