07:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-07 11:24:14, 574 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესა და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ტომაშ პერნიკს შორის, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის აპარატის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ელჩის მოადგილე ირჟი პრეცლიკი ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის რეპუბლიკის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროლიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა,  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ დონეზე არსებული თანამშრომლობა განიხილეს.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

ელჩის თქმით, ჩეხური კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოს ბაზრით, კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინვესტიციების განხორციელებით.

 ორივე ქვეყნის საქმიანი წრეების გაცნობისა და თანამშრომლობის მიზნით დაიგეგმა ბიზნეს შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება.

აღინიშნა, რომ ჩეხეთიდან აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პრაღის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღებამ, ასევე  ბათუმის მიმართულებით გაზრდილმა საჰაერო მიმოსვლამ.

შეხვედრაზე განიხილეს საკურორტო მნიშვნელობის ჩეხური ქალაქის კარლოვი ვარისა და ბათუმის დამეგობრების საკითხიც.  

,,საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩეხეთის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავებას. ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის მიმართულებით" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს.

დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics