|
2017-02-06 20:00:23, 1785 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი საზმაუში მიმდინარე პროცესებზე: ამას ჰქვია სირთულეები მედიაში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, „მედიაში სირთულეებს“ უწოდებს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში განაცხადა, საქართველოში ყველა მედიასაშუალებაში შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტი თავისუფალია, თუმცა მას პრობლემატურ გარემოში უწევს მუშაობა: „ამ პროცესს ჰქვია სირთულეები მედიაში. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა მედიასაშუალებაში ჟურნალისტები მუშაობენ, აქვთ გამოხატვის თავისუფლება, არიან პოპულარულები, მაგრამ ეს ხორციელდება პრობლემურ გარემოში. ან საუბარია გაკოტრებაზე, ან დახურვაზე, ან მეპატრონეთა შეცვლაზე, მუდმივად ამ სფეროს წარმომადგენლებს უხდებათ რთულ ვითარებაში მოღწვაეობა, ეს არ არის კარგი და ყველა- პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც უნდა ფრთხილად ვაკვირდებოდეთ და აქტიურად გამოვხატავდეთ აზრს, როცა საქმე ეხება მედიის თავისუფლებას.თითოეულ საკითხზე ვერ იტყვი, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე შეთქმულების საკითხი, მაგრამ როცა რაოდენობა არ მთავრდება, მივდივართ იქამდე, რომ რაოდენობა გადადის თვისობრიობაში“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დღეს სადისკუსიო გეგმა წარმოადგინა იმის, თუ როგორ ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოსვლის გზას. ბორდის მიერ გეგმის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაში, 2018 წლამდე საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ყველა გადაცემა შეჩერდება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)