|
2017-02-03 15:19:59, 1710 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვეტოს დადებამდე კობახიძისა და წულუკიანისთვის გაგზავნილი წერილები გაასაჯაროვა
პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებამდე, წინასწარი კონსულტაციების დაწყების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე. თუმცა, ჩიხრაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კონსულტაციებზე მზაობა არ გამოთქმულა. შესაბამისად, ფიქრია ჩიხრაძისთვის ვეტოსთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებული განცხადებები გაუგებარია. ჩიხრაძემ დღეს მედიას აღნიშნული პირების სახელზე გაგზავნილი წერილები აჩვენა. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი განხილვა. სამწუხაროა, რომ ამ განხილვაში საპარლამენტო უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა. მოვისმინეთ რა მათი კომენტარები, ცხადად შემიძლია გითხრათ, რომ არამარტო ვეტოს დადების შემდეგ, მანამდეც იყო კომუნიკაციური ურთიერთობები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ოფიციალური მიწერილობა. თუმცა, მათი მხრიდან არც მაშინ და არც ამ ეტაპზე არ იყო გამოხმაურება. უნდა ვთქვათ, რომ ვეტო ემსახურება არა ვინმესთან დაპირისპირებას, არამედ იმას, რომ მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე საკითხებზე თუ რამე დააკლდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მსჯელობას და ხარვეზები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)