|
2017-01-31 22:18:32, 1643 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: უვიზო მიმოსვლა არ არის საჩუქარი, რადგან საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა
უვიზო მიმოსვლა არ არის საჩუქარი, რადგან საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას ავსტრევიჩუსმა განაცხადა. ის ქართველ ხალხს წარმატებას უსურვებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, რეფორმების ჩატარება და ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული განვითარება უნდა გააგრძელოს. ის იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოო კენჭისყრა საქართველოსთვის წარმატებით დასრულდება. „მივედით საბოლოო კენჭისყრამდე, რომელიც ვიმედოვნებ, წარმატებით ჩაივლის. მინდა, სიტყვით გამოვიდე და კვლავ გამოვხატო მხარდაჭერა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართ. სამწუხაროდ, პროცესი გაჭიანურდა და საქართველო ევროპის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დებატების ერთგვარი მძევალი აღმოჩნდა. დღეს ევროპაში არსებული ვითარება მარტივი არ არის. ხედავთ, რომ არსებობს იზოლაციის ტენდენცია არა მხოლოდ აქ, ჩვენთან, არამედ ამერიკაშიც, რაც ძალიან ცუდია. იმედი მაქვს, რომ კენჭისყრა იქნება საქართვლოსათვის ერთგვარი სტიმული, რომ ქვეყანაში რეფორმები არ შეჩერდეს. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყნის განვითარება რიგითი მოქალაქებისათვისაა კარგი. უვიზო მიმოსვლა არ არის საჩუქარი, რადგან საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა. ახლა უნდა გაგრძელდეს რეფორმები იმის დასამტკიცებლად, რომ ამას აკეთებთ არა ბრიუსელის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის,” - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას ავსტრევიჩუსმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს 2 თებერვალს უყრის.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)