13:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 15:12:37, 1455 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი „გაზპრომზე“: ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა

პრეზიდენტის სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, დღეს უკვე, თითქმის აღარავინ დაობს იმაზე, რომ „გაზპრომთან“ ახალი  პირობებით გაფორმებული ხელშეკრულება, ძველზე უარესია.

მისი თქმით, პრეზიდენტი 2015 წლიდან მოყოლებული, მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას, რომ  ასეთ რთულ მოლაპარაკებებში უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზაცია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რათა  ქვეყანა არ დარჩეს ისეთ სერიოზული სტრუქტურის  პირისპირ, როგორიცაა „გაზპრომი“.

პრეზიდენტის აზრით, ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

"მიზეზები კი, აუცილებლად დასადგენია. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, მათ შორის კი, ყველაზე მთავარს -  რატომ მოხდა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება.  ამ კითხვებზე პასუხების მიღება ყველაზე მეტად მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე სახელისუფლო შტოს - საქართველოს პარლამენტის ინტერსებში უნდა იყოს. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტისგან ხედვა - თუ როგორ მოხდება მომავალში მაინც, მსგავს შემთხვევებში, რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილება",-განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება  და გააძლიეროს  საზედამხედველო ფუნქცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics