05:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-29 15:44:12, 634 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ხე-მცენარეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის თავმჯდომარესთან და მთავრობის სხვა წევრებთნ ერთად ბულვარში ხე-მცენარეების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო.

ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს მოუწოდა გაწმენდით სამუშაოებში ჩართვისაკენ.

 მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ თავიანთ ეზოებში, სახლებთან ახლოს ხეები თოვლის საფარისგან გაათავისუფლონ, დაეხმარონ ერთმანეთს და ერთიანი ძალისხმევით გავუმკლავდნენ უხვ ნალექს რეგიონში.

,,ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი თოვლის სახით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღინიშნება თოვლის მასა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში და ბათუმში. ყველა სამსახური მობილიზებული და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. საკმარისი რაოდენობაა ტექნიკის. მინდა ყველა ბათუმელს ვთხოვო გამოვიდნენ საზღვაო პარკში, ბულვარში და თავიანთი სახლების წინ და ჩაერთონ ხე-მცენარეების გაწმენდის აქციაში, დაასუფთავონ, გაწმინდოდნ ჩვენი ქალაქი. ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ მათ"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 მთავრობის მხრიდან მაქსიმალურად მობილიზებულია ყველა ხელთ არსებული რესურსი. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში, ისინი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

სამუშაოებში მობილიზებულია ბათუმის ბულვარის აგრონომიული და ტექნიკური სამსახურის ყველა თანამშრომელი.

 ამ დროისათვის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიამდე მრავალწლოვანი ხეები ჩამობერტყილია.

 მონიტორინგის შედეგად ბათუმის ბულვარში მძიმე დაზიანებები არ ფიქსირდება, ადგილი აქვს ძირითადად მრავალწლიანი ნარგავების ტოტების დაზიანებას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics