05:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 16:09:18, 863 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით  დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომა აჭარაში უამინდობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაცნობით დაიწყო.

უხვი ნალექის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ მიაწოდა.

მათივე ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების განხილვამდე ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან ციტრუსის სეზონის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია მოისმინა.

 ლაშა კომახიძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით წელს აჭარას საუკეთესო ციტრუსის სეზონი ჰქონდა.

მისივე თქმით, 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ტრადიციულ, ისე ახალ საექსპორტო ბაზრებზე.

ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს წარმატებული სეზონის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა  და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ბაზრების დივერსიფიკაცია კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ დასამტკიცებლად აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.

მიმდინარე საკითხებთან ერთად სხდომაზე განხილულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა.

დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა დღის წესრიგით განსახილველი ყველა საკითხი.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics