05:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 11:49:40, 665 ნახვა

რეგიონი
მუნიციპალიტეტებს 47 ეკომიგრანტი ოჯახის მონაცემები გადაეგზავნება

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მიზნით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული 47 ოჯახის მონაცემები ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადაეგზავნება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის წევრებმა გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული ოჯახები ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. კომისიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს, მათი პროგრამაში ჩართვის მიზნით ეთხოვებათ შუამდგომლობის აღძვრა ან არგუმენტირებული უარის წარმოდგენა.

2017 წლის პროგრამის ფარგლებში 12-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი უკვე შეიძინა. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

ცნობისთვის, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებში გასულ წელს უსაფრთხო საცხოვრისი შეეძინა 96 ეკომიგრანტ ოჯახს. ასევე, 2016 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება გაეწია სტიქიის შედეგად დაზრალებულ 61 ოჯახს, 698 050 ლარის ოდენობით. 9 ოჯახი კი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.

პროგრამა დეტალურად იხილეთ: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/27dbad43c74f44508563a848beae.pdf

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics