|
2017-01-27 09:34:18, 1127 ნახვა
საზოგადოება
გია ცერცვაძე: არ ვიცი რუსული მხარე რას მედავება
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარში მედგა“,-ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ უკრაინაში ჟურნალისტებს განუცხადა. „დიდი მადლობა ყველა იმ ხალხს, ვინც მხარს მიჭერდა. არ ვიცი რას მედავება რუსული მხარე“,-აღნიშნა ცერცვაძემ. ცნობისთვის, კიევის სააპელაციო სასამართლომ ქართველი ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი პირველი ინსტანციის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა გახდა.თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შედეგად, ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, გია ცერცვაძეზე ძებნა ინტერპოლმა რუსული მხარის მოთხოვნით დაიწყო. მას რუსეთი მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ შედგენილი დოკუმენტების თანახმად, ცერცვაძეს ბრალი 2003 წელს, რუსეთში მომხდარ მკვლელობაში ედება, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ მოითხოვეს.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)