11:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 18:54:24, 1211 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ, ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა და იმ პოზიტიურ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც პროექტის ტექსტშია ასახული.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში 2015 წლიდან შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. დღეს წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, გაუმჯობესებებს, სირთულეებს, გამოწვევებს მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა დელეგაციამ სხვა დელეგაციის წევრებთან ერთობლივი მუშაობით მოახერხა რეზოლუციაში ასახულიყო ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც მედიათავისუფლების, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით არის საქართველოში და აღსანიშნავია, რომ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ დაგვიჭირა ამაში მხარი. რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში, ასევე არის საკითხი, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით თუმცა, ვინაიდან ამ რეზოლუციაზე დიდი ხნის წინ იყო მუშაობა დაწყებული, საკმაოდ ცოტა აღმოჩნდა დრო იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანთან შესაძლებელი ყოფილიყო რეზოლუციის ამ ნაწილის დეტალებზე საუბარი და ამიტომ, ეს ჩანაწერიც დარჩა რეზოლუციაში. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესების თვალსაზრით, ტენდენციების თვალსაზრისით პოზიტიურია რეზოლუცია. პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში ამ რეზოლუციაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics