|
2017-01-25 17:20:26, 1058 ნახვა
საზოგადოება
გადასახადით დაბეგვრის ახალ წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სახელმძღვანელოები მოამზადა
„ფინანსთა სამინისტროს შემუშავებული აქვს ძალიან კარგი ფორმატი, რომელიც გულისხმობს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დიალოგს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომუნიკაცია გრძელდება ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც მოგების გადასახადის რეფორმაა," - ასეთი შეფასება გაკეთდა ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და დაფინანსებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელზეც მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტი განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს გადასახადის გადამხდელებს მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვაში და მათ არ შეექმნათ სირთულეები დეკლარირების პერიოდში. „დღეს საქართველოში მოქმედი ქართული და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ვისაუბრეთ მოგების გადასახადის ახალ მოდელთან დაკავშირებით და განვიხილეთ სიტუაციური სახელმძღვანელოები, სადაც უკვე პრაქტიკული მაგალითებია მოცემული თუ როგორ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადის ახალი მოდელით ესა თუ ის ტრანზაქცია და ოპერაცია. იმედი გვაქვს, აღნიშნული სახელმძღვანელოები გადამხდელებს დაეხმარება უკეთ გაერკვიონ იმ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც უკვე მოქმედებს 1-ლი იანვრიდან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა. სახელმძღვანელო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებით განხორციელებას. სიტუაციური სახელმძღვანელოები დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება გადასახადის გადამხდელებისთვის. (NS)
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)