23:24 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 09:56:50, 1532 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი მიიღო.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს შეეხო. აღინიშნა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა და გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიელ დიპლომატებს შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციასთან გაწეული შუამავლობისთვის. ხაზი გაესვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ასევე ყურადღება დაეთმო სამთო ტურიზმის, რეგიონთაშორისი, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიული მხარის მზაობა, კვლავაც შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics