|
2017-01-24 16:51:27, 967 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წელს 200 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გასცა
აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახურმა 200 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათშორის: შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია150 528 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით; პირდაპირი კონსულტაცია გაეწია46 172 მოქალაქეს; პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტის მიღებულ 818 კითხვას. სამივე მონაცემი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალია. 2016 წლის პირველ კვარტალში საქმის წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ, ასევე განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები: მიღებული იქნა74 072 ერთეული კორესპონდენცია; განცხადებაზე საპასუხო წერილების რაოდენობამ შეადგინა 1 780 ერთეული; ტერიტორიული ბიუროებიდან გადმოიგზავნა 5 355 საქმე; გაიცა73 საჯარო ინფორმაცია; საიტზე გამოქვეყნდა 45 784 ერთეული საჯარო შეტყობინება და საჯარო ინფორმაცია; არქივიდან გაიცა 2 884 ასლი და საქმე. ჯამში, 2016 განმავლობაში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ განხორციელდა 459 247აქტივობა. აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649, ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)