|
2017-01-24 16:21:05, 1369 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: სამწუხაროა, რომ საზოგადოებაში ვეტოს დადება დაპირისპირების გამოვლინების ხერხად განიხილება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში ვეტოს დადების თემა არა შინაარსობრივად და სიღრმისეულად, არამედ დაპირისპირების გამოვლინების ერთ-ერთ ხერხად განიხილება. როგორც ვოლსკიმ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, თუმცა ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. "თუკი ეს მოტივირებული შენიშვნები საინტერესოა, მოიცავს ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენ გამოგვრჩა, მაშინ რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება პოზიტიურია და ქვეყნისთვისაც კარგი. ასეთი პოზიტიური თანამშრომლობის მაგალითი ჩვენ გვქონდა. ეს იყო, როდესაც განვიხილეთ და დავეთანხმეთ მოტივირებულ შენიშვნებზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი შეთანხმება დადებითად მიიღო არამარტო საზოგადოებამ, არამედ ვენეციის კომისიამაც. სამწუხაროდ ეს რეალობაა, რომელიც არსებობს. მე არამგონია, რომ ეს პარლამენტის დამსახურება იყოს. ჩვენ ვეტოს დაძლევა მოგვიხდა მე-8 მოწვევის პარლამენტის შემთხვევაშიც. ვნახოთ როგორ იქნება, რა შინაარსის არის ეს მოტივირებული შენიშვნები და რაში მდგომარეობს ვეტოს არსი. ვეტო კი ქვია, მაგრამ დავახასიათოდ როგორც მოტივირებული შენიშვნები. ვეტო არ არის თვითმიზან და იმედია, რომ ეს თვითმიზანი არც პრეზიდენტის მხრიდან არის", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)