|
2017-01-23 18:08:17, 1184 ნახვა
საზოგადოება
ჭიდაობის ფედერაციაში საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი სპორტსმენების მიღება გაიმართა
ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დღეს რუსეთში, ასევე უკრაინასა და ირანში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი სპორტსმენების მიღების ცერემონიალი გაიმართა. სპორტსმენები და ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აღნიშნული გამარჯვებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მოსკოვში „ივან პოდუბნის“ სახელობის საერთაშორისო გრან-პრიზე,სადაც 11 ქვეყნის რჩეული ნაკრები მონაწილოეობდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა 4 რუსი მეტოქის დამარცხების შედეგად, 80 კგ კატეგორიაში გაიმარჯვა.ვერცხლის მედალს კი,85 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი დაეუფლა. 18-20 იანვარს ირანში გამართულ „ტახტის თასზე“, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გუნდური ტურნირია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ირანის „ხორასან რაზავი“ 5-3 და ერაყის ნაკრების 7-1 დაამარცხა, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში თურქეთის ნაკრებს სძლია 6-2, ხოლო ფინალური დაპირისპირება ირანის პირველ ნაკრებთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.გუნდს ოთარ ტატიშვილი და ზაზა ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ. 19-20 იანვარს ხარკოვში გამართულ ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა ჯამში 12 მედალი,4 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (42), თორნიკე ქათამაძე (58), გიორგი ელბაქიძე (63) და ელგუჯა ბალანჩივაძე (100) გახდნენ. ვერცხლის მედლები გიორგი გეგელაშვილს (46), ბაჩუკი ქვლივიძეს (50), ბაგრატი გაგნიძეს (69) და აკაკი გოგსაძეს (76) ხვდა წილად, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ლუკა ქარჩხაძემ (50), ვლადიმერ გამყრელიძემ (54), ლუკა მარიამიძემ (63) და გივი გოგობერიშვილმა (85) დაიკავეს.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)