|
2017-01-23 12:33:47, 1101 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია პოლონეთის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი მხარეებს შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს . „ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გავააქტიუროთ კიდევ უფრო ურთიერთობა თბილისსა და პოლონურ ქალაქებს შორის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან იკავებს. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)