|
2017-01-21 11:56:28, 1331 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი მართავს. სხდომას სრული შემადგენლობით, საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებიან. სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის: ევროატლანტიკური კურსის შესახებ; ადამიანის უფლებების თავში ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური უფლების დამატების საკითხი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, განიხილოს საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი; სახალხო დამცველის არჩევის კვორუმის ცვლილება, რომლის თანახმად, ასარჩევად საჭირო იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 23 იანვარს გაიმართება. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა ის 27 იანვარს გაიმართება. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)