09:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 18:00:47, 1184 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ოფიციალურ ღონისძიებებზე ქვეყანას საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე წარმოადგენს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე სახელმწიფოები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დონეზე წარდგებიან. ღონისძიებაზე საქართველოს წარადგენს ელჩი დავით ბაქრაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებაში. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩი, აშშ-ში აკრედიტირებულ სხვა ელჩებთან ერთად, დაესწრება 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს კაპიტოლიუმის დარბაზში.

სადღესასწაულო ღონისძიება გაგრძელდება თეთრი სახლის წინ გამართული საინაუგურაციო აღლუმით, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პოდიუმიდან დააკვირდებიან. 

დღის ბოლოს, საქართველოს ელჩი ასევე ეწვევა ოფიციალურ საინაუგურაციო მიღებას.

საინაუგურაციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩი უკვე დაესწრო საინაუგურაციო კომიტეტის ვახშამს და სადღესასწაულო კონცერტს, სადაც მონაწილეობა არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.

საქართველოს ელჩი 21 იანვარს ასევე დაესწრება ქ. ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართულ სპეციალურ წირვას.

ცნობისთვის, დღეს, 20 იანვარს, ქ. ვაშინგტონში გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 58-ე ინაუგურაციის ცერემონიალი, რომელიც ითვალისწინებს ოფიციალურ ღონისძიებებსა და მიღებებს.

დღეს, 20 იანვარს, ქ. ვაშინგტონში გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 58-ე ინაუგურაციის ცერემონიალი, რომელიც ითვალისწინებს ოფიციალურ ღონისძიებებსა და მიღებებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics