|
2017-01-20 17:14:10, 1226 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩვენი მიზანია შპს „ივანიშვილის საქართველო“ გავაუქმოთ და ქართული სახელმწიფოებრიობა აღვადგინოთ
„დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს „ივანიშვილის საქართველო“,-ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონიდან ჩართვისას ყრილობის სხდომაზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, რუსი ოლიგარქი მოვიდა, რომელმაც ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა და პირად საკუთრებაში გადაიყვანა. „მოვიდა რუსი ოლიგარქი და გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა და პირად საკუთრებაში გადაიყვანა ის. აქცია თავის შპს-დ. დღეს ჩვენ ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, რომელსაც მოეკითხება რამე, ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთი კაცის ხუშტურებს, ერთი გაუნათლებელი ტლუ, საქართველოს მტრის პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც გადააყოლა საქართველოს განვითარება და წინსვლა. ამის პარალელურად როდესაც ის ყველაფერს წყვეტს, მისი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე არის ნოლი. ის ძირითად დროს ხან პოლიტიკოსებს ათამაშებს, გაიყვანს პარტიაში, შემოიყვანს, დანარჩენი დრო ზის თავის ბრონირებულ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან ერთად თამაშით, ხეების გადარგვით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმებულია. ის სახელმწიფო, რომლის შექმნაში ამდენი ოფლი და ჯაფა ჩავდეთ, ის სახელმწიფო აღარ არსებობს. დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს „ივანიშვილის საქართველო“. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი გავაუქმოთ შპს „ივანიშვილის საქართველო“ და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)