|
2017-01-20 14:07:32, 1117 ნახვა
საზოგადოება
სამუშაოს მაძიებელთა გადამზადება დაიწყო
საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და ქვეყანაში დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმების მსურველთა გადამზადება დაიწყო. როგორც “ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეს არის კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობის მოდელი. მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გადამზადდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში(worknet.gov.ge) დარეგისტირიებული 50 ბენეფიციარი. გადამზადების მიზანია დასაქმების მსურველმა ბენეფიციარებმა შეძლონ დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე დარეგისტრირება და სასურველი სამუშაოს მოძიება. ბენეფიციარები ასევე გადამზადდებიან სოციალური მარკეტინგის მიმართულებით. გადამზადების პირველ ეტაპს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდნენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის მიზანია საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა და გლობალურ დისტანციურ სამუშაოებში ჩართვის მიზნით რაც შეიძლება მეტი სამუშაოს მაძიებელი ადამიანის გადამზადება. გადამზადების პროცესი უფასოა და ის ხელმისაწვდომია დასაქმების ბაზაში დარეგისტირებული ბენეფიციარებისთვის. ტექნოლოგიების განვითარებისა და მსოფლიო ინტერნეტიზაციის პირობებში დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე დისტანციურ დასაქმების მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს წვდომა დასაქმების საერთაშორისო პლატორმაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დასაქმების პორტალს აერთიანებს და სადაც ყოველდღიურად 10 მილიონ სამუშო ადგილზე ფიქსირდება მოთხოვნა. აღნიშნული თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ასევე მსოფლიოში მზარდი ტემპით ვითარდება და მას მომავილის ეკონომიკას უწოდებენ.
(NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)