|
2017-01-18 14:49:43, 1136 ნახვა
საზოგადოება
შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერი დავით ნარმანია,მის მოადგილესთან ლაშა აბაშიძესთან, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან ერთად,შინდისი-ტაბახმელას გზაზე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირიდან სოფელ შინდისამდე ამორტიზებული საკანალიზაციო კოლექტორისრეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასითვალისწინებს. კოლექტორის მთლიანი სიგრძე 5 კილომეტრია. თბილისის მერის თქმით,აღნიშნული კოლექტორი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, აბინძურებდა გარემოს და ჩაედინებოდა კრწანისის წყალსაცავში, რამაც რეაბილიტაციის აუცილებლობა განაპირობა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,რომელიც თბილისის შემოერთებულ დასახლებებს საკანალიზაციო ქსელით უზრუნველყოფს და კრწანისი მთავარ საკანალიზაციო ქსელს შეუერთდება. ამ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არ იყო საკანალიზაციო სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ეს დასახლება საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება და მომავალში განაშენიანების პერსპექტივაზეც არის გათვლილი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
საკანალიზაციოკოლექტორისსარეაბილიტაციოსამუშაოებს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ენსისი“ ასრულებს. სამუშაოები 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)