|
2017-01-17 17:36:55, 1112 ნახვა
საზოგადოება
GRECO-ს შეფასებით, საქართველომ კორუფციის შემცირებისა და საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოში კორუფციის შემცირებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი; ანტიკორუფციული მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები და ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები; პოზიტიურადაა აღნიშნული თანამდებობის პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრების, მოსამართლეებისა და პროკურორების, მიერ ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის მექანიზმის მონიტორინგის დანერგვა ქვეყანაში; პოზიტიურადაა შეფასებული პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სისტემის დეპოლიტიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია; „GRECO" პოზიტიურად აფასებს, ასევე, სასამართლოს ინსტიტუციურ რეფორმას და ქვეყანას მოუწოდებს, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა დროულად განიხილოს და დაამტკიცოს; ანგარიშში მოწოდებაა საქართველოს მთავრობისადმი, განაგრძოს პარლამენტის წევრებში, მოსამართლეებსა და პროკურორებში კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარება და კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს ქვეყანას. საერთო ჯამში, მეოთხე რაუნდში საქართველომ 16 რეკომენდაცია მიიღო, რომელთაგან სამი მიიღო პარლამენტმა, ექვსი −პროკურატურამ, ექვსი − სასამართლომ, ხოლო ერთი რეკომენდაცია საერთოა სამივე უწყებისთვის. შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში „GRECO"-ს 74-ე პლენარულ სხდომაზე 2016 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე სტრასბურგში მიმდინარე სესიის ფარგლებში განიხილეს. სესიის მუშაობაში ევროსაბჭოს წარმომადგენელი ყველა ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს დელეგაციას ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე უძღვებოდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)