|
2017-01-17 12:56:42, 1238 ნახვა
საზოგადოება
ბოლო ასტრონავტი, რომელმაც მთვარეზე გაიარა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 82 წლის ასაკში ასტრონავტი, იუჯინ სერნანი გარდაიცვალა, რომელმაც მთვარის საფარზე ბოლომ გაიარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასტრონავტმა კარიერის განმავლობაში კოსმოსში სამჯერ, ხოლო მთავრეზე ორჯერ იყო გასული. სერნანი რიგით მეორე ასტრონავტი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. 1972 წლის დეკემბერში იუჯინ სერნანმა "აპოლონ-17"-ის ბოლო მისიას ხელმძღვანელობდა. კოსმოსიდან სერნანის გუნდმა დედამიწის ცნობილი ფოტო გადაიღო, სადაც აფრიკა და სამხრეთ პოლუსი ჩანს. ნასა-ს ინფორმაციით, "აპოლონ-17"-მა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მაგალითად, მისიამ მთვარის ორბიტაზე 147 საათი 48 წუთი გაატარა - ეს დრო მსოფლიო რეკორდად ითვლება. ამასთან, ხომალდი გზაში 301 საათი 51 წუთი იყო, რაც ასევე რეკორდად ითვლება. მედიის ცნობით, 1976 წელს სერნანი პენსიაზე გავიდა. მას შემდეგ ის ბიზნესით იყო დაკავებული და ერთ-ერთ ტელევიზიაში სპორტულ კომენტატორად მუშაობდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)