2017-01-16 11:36:20, 895 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მთავრობის მიზანი - საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, მისაღებია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი-საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, მისაღებია.
კითხვაზე-მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი-საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 61%-მა უპასუხა, რომ მისაღებია, ხოლო 25% მიიჩნევს, რომ მიუღებელია.
კვლევა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. დღეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან