|
2017-01-06 15:11:29, 1895 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თამაზ ჭიტაძე დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს: „სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრების მიმართ არაერთგზის ძალადობის ჩადენისთვის, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თამაზ ჭიტაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის II ნაწილის „ა" „გ" და „ე" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ ჭიტაძემ ადიგენის რაიონის სოფელ პატარა სმადაში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში დედას ც.ჭ.-ს და არასრულწლოვან შვილს ნ. ჭ.-ს სრულიად უმიზეზოდ მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელთა დამცირება და ტანჯვა გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ასევე დადასტურდა, რომ თამაზ ჭიტაძე სხვადასხვა დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, დედას და შვილს სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და ამცირებდა. თამაზ ჭიტაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა" „გ" და „ე" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვანისა და ოჯახის ორი წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭიტაძე დედისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი. 2014 წლის 2 ივლისს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი. ვინაიდან იგი თავს არიდებდა სასჯელის მოხდას, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით 1125 ლარის ოდენობით. ასევე, თამაზ ჭიტაძე 2015 წლის 27 თებერვლის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა" „ბ" „გ" და „ე" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით და ჯარიმა 1125 ლარი განესაზღვრა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თამაზ ჭიტაძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით განუსაზღვრა. ვინაიდან თამაზ ჭიტაძეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიერ 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით მოუხდელი ჰქონდა, იგი მიემატა 2016 წლის 12 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თამაზ ჭიტაძეს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით და ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით განესაზღვრა. თამაზ ჭიტაძე პატიმრობაში სასამართლო დარბაზიდან იქნა აყვანილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)