16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 11:18:56, 2012 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ კ.ხურციძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ჩადენაში კახა ხურციძე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით დამნაშავედ სცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ხულიგნობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ კახა ხურციძეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკება მოუხდა მეზობელთან  თემურ კახაბრიშვილთან, რა დროსაც კახა ხურციძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თემურ კახაბრიშვილს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად თემურ კახაბრიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა კახა ხურციძე 2016 წლის 29 აგვისტოს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ კახა ხურციძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლითთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვინაიდან კახა ხურციძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 თებერვლის განაჩენით 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 3 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული, სასამართლომ 108-ე მუხლით გათვალისწინებულიდანაშაულისთვის დანიშნულ  სასჯელს პირობითი მსჯავრიდან ერთი წელი მიუმატა და კახა ხურციძეს საბოლოოდსასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics