06:35 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 19:24:36, 1177 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

გამოითქვა დაინტერესება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო "ევრაზიის გვირაბის"  პროექტის მნიშვნელობას, რომლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში. შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სახელით, თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას, მათ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთ სისასტიკეს, ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით უნდა დაუპირისპირდეს და ამ პროცესში, საქართველო მეგობრების გვერდით დგას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics