|
2016-12-20 14:59:25, 976 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს დევნილებისთვის ახალი სერვისი დაემატება
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს კიდევ ერთი სერვისი დაემატება. კერძოდ, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, დევნილები საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესახებ განაცხადების გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ. თბილისის იუსტიციის სახლში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ, იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი უჯმაჯურიძემ, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტი, რომელსაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილებზე გრანტების გაცემას გულისხმობს. აღნიშნული პორექტის ფარგლებში, დევნილები გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების წარდგენას იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ, განცხადებები კი დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში გადაიგზავნება. პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017 წლის ივნისამდე გაგრძელდება, გრანტები გაიცემა: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ასევე ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე. პროექტს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფინანსებს, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს.
(NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)