|
2016-12-20 14:12:32, 1108 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ბელარუს კოლეგას შეხვდა
„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ვლადიმირ მაკეის თბილისში, ეს არის ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ვიზიტი მძლავრ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს და მათ შემდგომ განვითარებას“,- - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკეისთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდგომ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ფართე სპექტრი განიხილეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას. აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომლითაც გამორჩეული იყო 2016 წელი, რაც ხელს უწყობს საქართველო-ბელარუსს შორის სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ორმხრივი ფორმატების ფარგლებში ბელარუსთან მიმდინარეობს მსჯელობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, რათა გაიზარდოს, როგორც ორმხრივი ვაჭრობა, ასევე ბელარუსული საწარმოების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში. „ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ძალიან აქტიური ხალხთაშორისი კონტაქტები, ასევე კულტურული ურთიერთობები, იზრდება ვიზიტორების, ტურისტების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ განვითარდეს სატრანსპორტო ურთიერთობები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენი განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე შეეხო ყველა ასპექტს ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ვისაუბრეთ საჭიროებებზე, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი იმისათვის, რათა ერთობლივად შევძლოთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა და ისტორიული უწოდა საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას. „ჩვენ დღეს ოფიციალურად გავხსნით ბელარუსის საელჩოს თბილისში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ორივე მხარე მოტივირებულია კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები. მივესალმებით ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის აღნიშვნას ერთობლივად, მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა ჩემს კოლეგასთან, ჩემს მეგობართან ერთად" - განაცხადა ჯანელიძემ. ჯანელიძემ ბელარუს კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, მოგვარების მნიშვნელობას. ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა. ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისის შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. ვლადიმერ მაკეი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ქართველ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ცერემონიაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)