|
2016-12-20 11:24:11, 834 ნახვა
საზოგადოება
საკვირაო სკოლა „მზიურის" კაფეში თქვენი პატარებისთვის
ზამთარი „მზიურში" პატარებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო იქნება. თიბისი ბანკის მხარდაჭერით, „მზიურის კაფე" სპეციალურად ბავშვებისთვის პროექტს „საკვი-რაო" იწყებს. პროექტი საგანმანათლებლო ხასიათის იქნება. 10 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირა დღეს „მზიურის კაფე" 2 საათის განმავლობაში ბავშვებსა და საბავშო მწერლებს დაეთმობათ. პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ავტორებთან ერთად წაიკითხონ ზღაპრები, ჩაერთონ დისკუსიაში, მათთვის საინტერესო თემებზე მიიღონ პასუხები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის სახალისო-შემეცნებით აქტივობაში. პირველი ასეთი შეხვედრა „მზიურის კაფეში" 25 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება და ის მთლიანად დაეთმობა საახალწლო თემატიკას. პატარებს პროექტის მონაწილე საბავშვო მწერლები: მარიამ წიკალური, პაატა პაპავა, ვასო გულეური და ლელა ცუცქერიძე უმასპინძლებენ. მომდევნო შეხვედრებს ბავშვებთან მწერლები პერსონალურად გაუძღვებიან. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 9 წლამდე წლის ასაკის ბავშვებს. საკვირაო სკოლაში დასწრების მსურველებისთვის ბილეთების შეძენა ვებგვერდზე - www.tkt.ge უკვე შესაძლებელია, (ბილეთის საფასურში შედის ლანჩი ბავშვებისთვის). პროექტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება „მზიურის კაფის", როგორც სოციალური ბიზნესის განვითარებას. „საკვი-რაო" პირველი პროექტი არ არის, რომელსაც „მზიურის პარკი" თიბისი ბანკის დახმარებით ახორციელებს.„ახალი მზიურის" პროექტის ფარგლებში, სოციალური კაფისა და ამფითეატრის მშენებლობაც თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს „საკვი-რაო" „მზიურის კაფე" 5 მარტამდე უმასპინძლებს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)