06:33 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 10:08:16, 1083 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს თურქეთში გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, სტამბოლში, "ევრაზიის გვირაბის"  გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი  თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. 

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაემგზავრება ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პატივს მიაგებს 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics