|
2016-12-19 15:10:37, 1319 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა დღეს, 19 დეკემბრს, რიგგარეშე სხდომაზე 14 ხმით დამტკიცდა. სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარუძღვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საკანონმდებლო ორგანოს მინისტრობის კანდიდატები წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეკითხვებით მიმართეს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 2 ახალი სახეა. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. მინისტრთა პორტფელები შეინარჩუნეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ. აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი ბათუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ამ დრომდე მას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ინგა შამილიშვილი ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. საგანმანათლებლო საქმიანობას ის 1993 წლიდან ეწეოდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დღეიდან ზაალ მიქელაძეა. ის პროფესიით ექიმია და ბოლო რამდენიმე წელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორი იყო აჭარაში, მანამდე კი – სადაზღვევო კომპანია „იმედი-L"-ის სამედიცინო კოორდინატორი. უფრო ადრე ის ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერად მუშაობდა. აჭარის მთავრობაში სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლაშა კომახიძეც ახალი სახეა. იგი თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის მოსვლის შემდეგ დაინიშნა. მანამდე ის გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე ლაშა კომახიძე ჯერ „საზღვაო ბანკის" ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი, შემდეგ საინვესტიციო განყოფილების უფროსი იყო. მუშაობდა აჭარის ხაზინის უფროსადაც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა ასევე ახალმა სახემ რამაზ ბოლქვაძემ. იგი მინისტრობამდე უწყებაში ძირითადად საბიუჯეტო საკითხებს კურირებდა. რამაზ ბოლქვაძე მნიშვნელოვანი პროგრამის ავტორია. აჭარის სახაზინო სამსახურის უფროსად მუშაობის დროს – 2004-2005 წლებში მან დანერგა პროგრამა, რომელმაც ამ სამსახურის მუშაობა უფრო მოქნილი გახადა. სახაზინო სამსახურის ახალი პროგრამით გამარტივდა მანამდე არსებული ბიუროკრატიული პროცესების გამო დროში გაწელილი ფინანსური ტრანზაქციების შესრულება. დასახელებული კანდიდატებიდან ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ოთხივეს მათგანს აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის თქმით, მან საუკეთესო მენეჯერები შეარჩია. ,,მინდა მადლობა გადავუხადო უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. და მე დარწმუნებული ვარ ის ეფექტური გუნდი, რომელიც დღეს ჩვენ წარვადგინეთ, თავიანთ თავს ღირსეულად და წარმატებით გამოავლენენ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის დროს, როცა მოსახლეობას ჩააბარებენ. დარწმუნებული ვარ მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება ჩვენს რეგიონში. ეს არის ჩვენი ეკონომიკური მიმართულება, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის მიმართულება. ჯამში ჩვენ გვაქს ძალიან ბევრი პრიორიტეტი და ჩვენ გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეტებთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)