|
2016-12-19 13:30:57, 979 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ესპანური კომპანიების - Dereza Iberico და Provedo ინიციატივით სანერგე მეურნეობა მოეწყობა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილი იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიების Dereza Iberico-ს და Provedo-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სანერგე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის, კერძოდ კი, მეხილეობის განვითარებისთვის ახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშების შემოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე კომპანია Provedo-ს წარმომადგენელმა, ქართულ მხარეს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Provedo-ს საქმიანობა სანერგე მეურნეობაში ხეხილის ახალი ჯიშების ნატურალური მეთოდით გამოყვანას მოიცავს. ნერგების შემოწმებას კომპანია საკუთარ ლაბორატორიებში ახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ სამომავალო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის ხეხილის და აგროსატყეო უნიკალური ნერგების უფასოდ გადაცემა იგეგმება. ახლო მომავალში, ესპანური კომპანიები Dereza Iberico და Provedo საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობასაც გეგმავენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ესპანური კომპანიების მიწვევით, ქართველი სპეციალისტები ესპანეთში გაემგზავრებიან, კომპანიების სანერგე მეურნეობებს დაათვალიერებენ და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნობიან. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ესპანეთი კურკოვანი ხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და ხეხილოვანი კულტურის გასხვლის თანამედროვე ტექნოლოგია გააცნეს. (NS)
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)