17:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 11:06:36, 1104 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის მთავრობის შემადგენლობას დღეს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას დღეს, რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე წარუძღვება. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წარადგენს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში 2 ახალი სახე იქნება წარმოდგენილი: განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე. მინისტრთა პორტფელებს შეინარჩუნებენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე.

მთავრობის შემადგენლობაზე საკანონმდებლო ორგანოს კომისიებსა და ფრაქციებში უკვე იმსჯელეს. მინისტრობის ოთხივე კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საკუთარი ხედვებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებს დღეს უკვე რიგგარეშე სხდომაზე  გააცნობენ დეპუტატებს. ისინი უპასუხებენ მათ შეკითხვებს, რის შემდეგაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის ახალ შემადგენლობას  დაამტკიცებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics