04:53 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 09:51:50, 1025 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: ვიზალიბერალიზაციამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი

ჩვენ პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უვიზოდ გაეგზავრონ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველა საჭირო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

„ჩემი აზრით, ჩვენ გადავედით უკვე ფინალურ ეტაპზე. გადაწყვეტილება ისეთ რთულ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც იყო შეჩერების მექანიზმი, უკვე მიღებულია. საბოლოო პროცედურებია გასავლელი, რომელიც შეეხება მაგალითად კენჭისყრას ევროპარლამენტში, შემდეგ ევროკავშირის საბჭოში დოკუმენტის და პროცესის დასრულება, რომელიც მთავრდება ევროპარლამენტის პრეზიდენტის ხელის მოწერისა და იმჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერით.  შემდეგ გადაწყვეტილება ქვეყნდება ჟურნალში, რომლის გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შედის ძალაში პროცედურულად ეს შეთანხმება",-აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, თარიღს ზუსტად ვერ დაასახელებს, იქნება ეს 2017 წლის დასაწყისში, თუ ადრეულ გაზაფხულზე.

"ზუსტად არ ვიცი, თარიღი იქნება ეს წლის დასაწყისი, თუ ადრეული გაზაფხული, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უვიზოდ იარონ ევროკავშირსა და შენგენის ზონაში“,-აღნიშნა დოლიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics