16:17 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 20:09:31, 1206 ნახვა

პოლიტიკა
ჯონ მაკკეინი: გულახდილად გეტყვით, არასოდეს მივიღებდი ჯილდოს ვლადიმერ პუტინისგან

გულახდილად გეტყვით, არასოდეს მივიღებდი ჯილდოს ვლადიმერ პუტინისგან, ვინაიდან ამით ამ ყასაბს, "კა-გე-ბე"-ს აგენტს სანდოობით აღვჭურავთ,  - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა.

როგორც სენატორმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონისგან განსხვავებით, ის არასოდეს მიიღებდა რუსეთის პრეზიდენტისგან ვლადიმერ პუტინისგან ჯილდოს. მაკკეინის მტკიცებით, ტილერსონი უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ, შეეწინააღმდეგა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს.

„მე გამაჩნია ლეგიტიმური შეშფოთება ტილერსონთან დაკავშირებით. უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ ის შეეწინააღმდეგა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. მას ძალიან ახლო ურთიერთობა გააჩნია ვლადიმერ პუტინთან. სხვათაშორის, ის ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა. ეს ძალიან მაშფოთებს“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

მისივე განცხადებით, ზნეობასთან დაკავშირებულ კითხვებს იწვევს, როდესაც რუსეთისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდიხარ მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა.

„სიმართლე გითხრათ, სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდე მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და მას ყირიმი წაართვა, ჩემში ეს იწვევს ზნეობასთან დაკავშირებულ კითხვებს“, - დასძინა ჯონ მაკკეინმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უმსხვილესი ნავთობკომპანია ExxonMobil-ის ხელმძღვანელი რექს ტილერსონი წარადგინა. ტილერსონს „პუტინის მეგობრად“ მოიხსენიებენ. 2013 წელს ტილერსონი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics