11:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 17:28:35, 1168 ნახვა

საზოგადოება
თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრები გრძელდება

დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრის ღონისძიებები გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა  დღეს კონტრაქტორ კომპანიასთან, შპს „უნივერსალ მენეჯმენტთან“ ერთად სანიტარული ჭრები კერძო ტერიტორიაზე განახორციელა.

მათივე ცნობით, შპს „ლისი დეველოპმენტის“ თანხმობით, მისსავე ტერიტორიაზე, ლისის ტბის მიმდებარედ, 200-მდე გამხმარი და დაავადებული ხე მოიჭრა.

სამუშაოები სპეციალისტებისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი - აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას, მცენარეული საფარის ხმობას.

მიმდინარე წელს, ჯამში, 55 ათასი ძირი დაზიანებული ხე-მცენარე  მოინიშნა, საიდანაც 40 ათასზე მეტი უკვე მოიჭრა.

2013-2015 წლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით, თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების კვლევისას  შემდეგი მავნებლები დაფიქსირდა: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.

2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც  რეაგირების ღონისძიებების გეგმა იქნა შემუშავებული.

თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ჯანსაღი მცენარეების დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სანიტარული ჭრები მომავალშიც  გაგრძელდება.

 (NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics