|
2016-12-12 16:23:28, 2142 ნახვა
საზოგადოება
საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით პროგრესი განიცადეს
საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით პროგრესი განიცადეს. აღნიშნული სტატია საყოველთაო ჯანდაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საერთაშორისო ჟურნალ„ლანცეტში“ გამოქვეყნდა. „ჯანმრთელობა ყველასთვის“ - საყოველთაო ჯანდაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში წელს ამ სლოგანით აღინიშნება. ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებს ქვეყნები გლობალურ დონეზე განიხილავენ და პროგრამის განვითარებაზე მსჯელობენ. სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ განიხილა და საქართველოს მიღწევებიც შეაფასა. „ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, მაგალითად საქართველომ, რომელიც წარმატებით ჩაერთო ჯანდაცვის საყოველთაო დაფინანსების სისტემაში“,- აღნიშნულია გამოცემაში. საქართველოსგან განსხვავებული შეფასებები მიიღო სხვა ქვეყნებმა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც არასათანადოდ აფინანსებს ჯანდაცვის სერვისებს, დიდი ბრიტანეთი დასახელდა. ბრიტანეთში ჯანდაცვაზე დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით დაბალია, ვიდრე გერმანიაში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და შვედეთში.სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალაქტიურ ქვეყნად ინდოეთია განხილული, რომელმაც ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება საგრძნობლად შეამცირა. „მიმდინარე წლის სექტემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, მარგარეტ ჩანმა საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით სერთაშორისო პარტნიორობის დაარსების შესახებ გააკეთა განცხადება. საერთაშორისო პარტნიორობის მიზანია, ძალების მობილიზაცია ჯანდაცვის სისტემების, საყოველთაო ჯანდაცვის გაძლიერებისა და ფინანსური რისკებისგან დაცვისათვის. 12-13 დეკემბერს, ჟენევაში ქვეყნები გლობალური ჯანმრთელობის სისტემის პლატფორმის დაარსების მიზნით, პარტნიორობის შესაქმნელად შეიკრიბებიან. საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით, 2017 - საკვანძო წელი იქნება, რომელიც სიტყვებს საქმედ აქცევს და მოგვცემს გარანტიას, რომ მთავრობები თავიანთ გეგმებსა და დაპირებებს შეასრულებენ“, - აღნიშნულია ჟურნალ „ლანცეტის“ სტატიაში. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის განმარტებით, საყოვლთაო ჯანდაცვა ნიშნავს ყველა ადამიანის შესაძლებლობას, ფინანსური სირთულეების გარეშე მიიღოს მისთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისი. საყოველთაო ჯანდაცვა 2015 წელს გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დასახელდა, რომლის მიზანს, ადამიანისთვის ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენს.“- ნათქვამია პუბლიკაციაში. (NS)
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)