|
2016-12-10 16:15:58, 1310 ნახვა
საზოგადოება
ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას „დეკრიმინალიზაცია 2016“ მართავს. აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ წელსვე გამოაცხადოს მოხმარების დეკრიმინალიზაცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში დეკლარირებულ მიმართულებად და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლებაზე. „მოძრაობას მიაჩნია, რომ სწორედ ეს თარიღი უნდა იქცეს 10 წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ. ჩვენ, საზოგადოება, საბოლოდ ვაცხადებთ, რომ ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტებად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა. აქციის მიზანია მოუწოდოს განახლებულ პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით წინასაარჩევნო დაპირებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნების სისრულეში მოსაყვანად. საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. ამ მიმართულებით “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” ფარგლებში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობას, პლატფორმაში გაერთიანებულ ორმოცამდე ორგანიზაციასთან ერთად, სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ერთადერთ მართებულ ალტერნატივად მიაჩნია“, - ნათაქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)