|
2016-12-10 13:04:51, 1201 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კონა“ ბალახეული ჩაის წარმოებას იწყებს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „კონამ“ 12 სახეობის ბალახეული ჩაის პრეზენტაცია გამართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერატივი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევში 2014 წელს შეიქმნა და იმავე წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიენიჭა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი. მასში გაერთიანებულია 5 მეპაიე. კოოპერატივ „კონას“ თავმჯდომარის ნატალია ფარცხალაძის განცხადებით, ისინი 12 სახეობის ჩაის აწარმოებენ , მათ შორისაა 9 კომბინაცია, რომელიც ქართველი და ფრანგი ფიტოთერაპევტების დახმარებით დამზადდა. ნედლეულად გამოყენებულია სოფელ ლავრისხევში მათ მიერ მოყვანილი და შეგროვილი მცენარეები, ასევე სხვა კოოოპერატივების მიერ წარმოებული ჩაი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და მათ შორის კოოპერატივ „კონას“ აქვს საშუალება განავითაროს თავის წარმოება - აცხადებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე. „კონას“ საწარმოს აღჭურვა და კოოპერატივის ბრენდირება განხორცილდა ოქსფამისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მეშვეობით საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ფარგლებში. დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 124 შიდა ქართლის რეგიონში.
(NS)
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)