|
2016-12-10 12:34:44, 1591 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - სვანეთში გადაღებულ შესაძლო მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს
საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სვანეთში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. კერძოდ, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, შესაბამისმა ორგანოებმა საკითხის შესწავლა ზეწოლის ფაქტზე უნდა დაიწყონ. „ვფიქრობ, თუკი იძულების, ან ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოხდა, რაც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს და ამის დამადასტურებელი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ. მედიაში გავრცელებული კონკრეტული დანაშაულის შესახებ ფაქტები, აძლევს სტრუქტურებს იმის საფუძველს, რომ გამოძიება განცხადების გარეშე დაიწყონ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელიც მუქარის ნიშნებს შეიცავს, გამოძიება არ დაწყებულა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მათთვის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებით არ მიუმართავთ. შეგახსენებთ, სვანეთის ხედის ფონზე გადაღებული შიშველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცთან რამდენიმე პირი მივიდა. მათთან „გასაუბრების“ შემდეგ, მამაკაცმა სვანებსა და სვანეთს ბოდიში მოუხადა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)