|
2016-12-10 11:19:28, 1577 ნახვა
საზოგადოება
ავტომობილების იმპორტიორები და დილერები დღეს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ
დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან, 14:00 საათზე, ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი აპროტესტებენ აქციზის გაძვირებას საწვავზე, ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გასამმაგებას. „ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ეს გამოიწვევს მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას ავტო იმპორტიორებში. აქციის მონაწილეები 15 საათზე მოაწყობენ მსვლელობას და გაემართებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. თბილისში პარლამენტის შენობის წინ კი მოეწყობა საპროტესტო აქცია -პერფომანსი“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დედაქალაქის პარალელურად აქცია ქუთაისში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზუგდიდის ცენტრში ჩატარდება.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)