02:03 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:28:59, 982 ნახვა

პოლიტიკა
თარგამაძე აფეთქების საქმეზე: პროკურატურა ცდილობს გამოძიება საკუთარი ინტერესების დაცვით წარმართოს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის განცხადებით, 4 ოქტომბერს მისი ავტომანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებმა არჩევნების შემდეგ ინტერესი დაკარგეს, - ამის შესახებ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, პროკურატურა მას საქმის დეტალებს არ აცნობს.

 „4 ოქტომბრის აფეთქების გამოძიებასთან დაკავირებით, შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების შემდგომ საგამოძიებო უწყებებმა ინტერესი დაკარგეს. ამიტომ, მე ჩემი ძალებით მიწევს ისინი ვაიძულო ჩაატარონ  თითოეული ის საპროცესო მოქმედება, რომელიც მათი ვალდებულობაა.გამოძიების დაწყებიდან  2 თვის შემდეგ ჩემი ძალისხმევით მივაღწიე იმას, რომ დაზარალებულად მცნეს, რაც პროკურატურას ავტომატურად უჩენს ვალდებულებას საქმის მასალები გამაცნონ, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს.

საგამოძიებო უწყების ასეთი მიდგომა საფუძვლიან ეჭვს მიჩენს, რომ პროკურატურა ცდილობს გამოძიება საკუთარი ინტერესების დაცვით წარმართოს, რათა შედეგიც თავიანთ ინტერესებს შეუსაბამონ. აღსანშნავია, რომ პოლიცია, რომელიც გამოძიებას აწარმოებს თავის მხრივ მზადაა მასალები გამაცნოს, თუმცა მათ პროკურატურის ნებართვა სჭირდებათ, რასაც ამ დრომდე ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ კითხვები არსებობს, პასუხები კი აგვიანებს", - განაცხადა თარგამაძემ.

პოლიტიკოსმა ხელისუფლებას და კერძოდ პროკურატურას მიმართ თავიანთი მოვალეობა შეასრულონ და საქმის დეტალები გააცნონ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics