07:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 13:11:42, 1556 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
LIBE-ს კომიტეტის მომხსენებელი "შეჩერების მექანიზმზე": ბავშვი დაიბადა, ჯანმრთელია, გილოცავთ

"ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა, LIBE-ს კომიტეტში ე.წ შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა, ესპანეთის წარმომადგენელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსიამ "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმების თაობაზე კმაყოფილება გამოთქვა, - ამის შესახებ გარსიამ LIBE-ს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მომხსენებლმა აღნიშნა, "შეჩერების მიქანიზმზე" შეთანხმება უკიდურესად რთული პროცესი იყო, თუმცა წარმატებით შედგა. 

“მოხარული ვარ, ვაცნობო კომიტეტს, რომ გუშინდელი ტრიალოგი წარმატებული იყო. უპირველეს ყოვლისა მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკურ ჯგუფს პარლამენტში. ეს იყო უკიდურესად რთული პროცესი, რადგან უკავშირდებოდა საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ამ ინიციატივის დამტკიცება ამ ქვეყნებისთვის იქნება იმედის გზავნილი. მოლაპარაკებები შუაღამემდე გრძელდებოდა და საბედნიეროდ, პარიზის ძალისხმევით მოხდა შეთანხმების მიღწევა. ამგვარად, ბავშვი დაიბადა, ჯანმრთელია, გილოცავთ",- აღნიშნა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მსჯელობენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics